აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიერ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი პაატა კეშელავას კანდიდატურა განსახილველად საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში ბიურომ ცნობად მიიღო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად მიიჩნია, აღნიშნული საკითხები საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარინე გვიანიძემ წარადგინა.




