საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

13.ივნისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან - ედნარ ნატარიძესთან, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town ოფიციალურად გაიხსნას დაესწრნენ.

​ღონისძიებაზე თავმჯდომარეებმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ყურადღება გაამახვილეს პროექტის მნიშვნელობაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ინვესტიციების როლზე. 

​Hotel Indigo Batumi Old Town წარმოადგენს IHG Hotels & Resorts-ის საერთაშორისო ქსელის ნაწილს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით გამოირჩევა თითოეული ლოკაციის უნიკალური იდენტობის, ისტორიისა და კულტურის წარმოჩენით. 

​ახალი 57-ნომრიანი სასტუმრო იმ ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ქალაქის ეკონომიკური, კულტურული და არქიტექტურული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

სასტუმრო უკვე მასპინძლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სტუმრებს.

სურათები