საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

12.ივნისი.2026

        აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან -  ბაია კვიციანთან ერთად, პროექტის - „საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ ფარგლებში, ბათუმში გამართულ მორიგ შეხვედრას დაესწრო.

      ყურადღება გამახვილდა ინკლუზიური განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების გადამზადებისა და საგანმანათლებლო რესურსების ბავშვთა საჭიროებებზე ადაპტაციის საკითხებზე, ასევე ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარების მიზნით გასატარებელ სამომავლო ღონისძიებებზე.

     შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფოკუს-ჯგუფი მონაწილეებმა არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

       ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

 

სურათები