საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

12.ივნისი.2026

     კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

    მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიება საქართველოს კულტურის მინისტრი - თინათინ რუხაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

      ნანი ბრეგვაძესთან ერთად, კონცერტში მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი, სოლისტები - ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი „შვიდკაცა“, ბათუმის მუსიკალური ცენტრის კაპელა, ფესტივალის ორკესტრი და ბენდი მონაწილეობდა.

    საქართველოს კულტურის მინისტრმა - თინათინ რუხაძემ მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობას და ბათუმის მერიას მხარდაჭერისთვის, ასევე მაესტრო ნიკა ნიკვაშვილს პროფესიონალიზმისთვის და ისაუბრა ნანი ბრეგვაძის, როგორც ქართული ესტრადის გამორჩეული ვარსკვლავის ღვაწლსა და დამსახურებაზე.

        საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

სურათები