ქედის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - ნადიმ ვარშანიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - მამუკა თურმანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დოლოგანსა და პირველ მაისში, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების ახალ საცხოვრებელ სახლებში მოეწყობა სველი წერტილები, შესრულდება სრული შიდა და გარე სარემონტო სამუშაოები. ნადიმ ვარშანიძის განცხადებით, წელს, პროგრამის ფარგლებში, 3 ახალი სახლი - დოლოგანში, ორცვასა და პირველ მაისში აშენდება.
ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა ქედის მუნიციპალიტეტში 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება და დღემდე, ახალი, კომფორტული საცხოვრებელი სახლით 22 ოჯახი დაკმაყოფილდა.





