საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

10.ივნისი.2026

 აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, განათლებისა და სპორტის მინისტრთან - მაია ხაჯიშვილთან ერთად, აჭარის საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელი და მოადგილე - ბესიკ ბაუჩაძე და ასლან ლორთქიფანიძე, უწყების თანამშრომლებს წარუდგინეს.

„ასლან ლორთქიფანიძესთან ერთად დიდი გზა გვაქვს გავლილი, პატიოსანი, შრომისმოყვარე და საიმედო ადამიანია, რომელიც არაერთ პოზიციაზე გვინახავს.დღევანდელი დღე, ადამიანური და პროფესიული ფასეულობების სინთეზის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. ჩვენი პასუხისმგებლობებით, შესაძლებლობებითა და მშვიდობით ბევრი რამ იქმნება აწმყოში, რაც მომავალი თაობებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ. 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საარქივო საქმიანობის მნიშვნელობასა და როლზე, სპეციალისტების პროფესიონალიზმზე, გამოცდილებაზე და სამმართველოს გუნდს წარმატებები უსურვა. 

 

სურათები