საქართველოს საპატრიარქოში, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი - შიო მესამე, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან - მეუფე დიმიტრისთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებს - ცოტნე ანანიძესა და ზურაბ პატარაძეს შეხვდა.
აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, მის უწმინდესობას საქართველოს ეკლესიის წინამძღოლად არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრას, რომელიც შიო მესამის საქართველოს პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ პირველად შედგა, ესწრებოდა მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე - სოფიო ბაკურიძე.
შეხვედრის შემდეგ, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა - მეუფე დიმიტრიმ, სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის - ილია მეორის საფლავზე, აწ გარდაცვლილი ერის სულიერი მამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.





