ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში - მინური პაქსაძე, ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან - ელისო ბოლქვაძესთან და ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან - ვახტანგ ბერიძესთან ერთად, თამაზ ირემაძის სახელობის ღორჯომის კულტურის სახლში ფოლკლორული ანსამბლების კონცერტს დაესწრო.
კონცერტი სახელწოდებით - „სახლიდან სამშობლომდე“ აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის - „კულტურა მთაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფოლკლორულ-ქორეოგრაფიული ანსამბლები, უხუცესთა და ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ.
„ მაღალმთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური კულტურის დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და კულტურული პოტენციალის გაზრდა ერთ-ერთი პრიორიტეტია და აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტის მიზანიც სწორედ ეს არის. მსგავსი ღონისძიებები უდავიდ კარგი მოტივაციაა ხალხური შემოქმედების, ჩვენი ტრადიციული საგანძურის შენარჩუნება-განვითარებისთვის“, - აღნიშნა მინურ პაქსაძემ სიტყვით გამოსვლისას.
პროექტი - „კულტურა მთაში“, რომელიც 2026 წლიდან ხორციელდება, სხვადასხვა შინაარსისა და ფორმატის ღონისძიებებს აერთიანებს და მთელი წლის განმვალობაში გაგრძელდება.
ღორჯომის კულტურის სახლში გამართულ კონცერტს, ადგილობრივებთან ერთად, ესწრებოდნენ: ხულოს დელეგატი საქართველოს პარლამენტში - ანზორ ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - რენარ ბოლქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.





















