საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

28.მაისი.2026

      ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ პეტრას ციხეზე, საპატიო ქობულეთელების ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, ქობულეთის მერი - ირაკლი ცეცხლაძე და ხელისფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

      „ამ ისტორიული ადგილიდან, კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ჩვენი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობა. მისი მოპოვებისთვის ბრძოლების მოწმეა ეს უძველესი ციხე. ქობულეთელობა, უპირველესად, უდიდესი  პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებული ღირსება და ფასეულობაა თუ როგორ უნდა მოიქცე ჭირსა თუ ლხინში, თავისუფლების, პასუხისმგებლობის დროს. როცა ამ თვისებების ერთობლიობას ემატება პროფესიული წარმატება, ნიშნავს რომ არა მხოლოდ წარმატებული ქობულეთელი, არამედ წარმატებული ქართველი ხარ“,-  აღნიშნა ცოტნე ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ლოტბარი, ანსამბლ „ქობულეთის“ წევრი - ზორბეგ ოქროპირიძე და მეცნიერი - იზოლდა მაჭუტაძე საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

     ღონისძიებაზე, რომელსაც ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2016 წლიდან ახორციელებს, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 5 საპატიო ქობულეთელი დასახელდა. ჯილდოები გადაეცათ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქალაქის განვითარებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის ბრძოლაში, განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურასა და სპორტში.

სურათები