აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - მარინე გვიანიძე და ფრიდონ ფუტკარაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვას დაესწრნენ.
უწყების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მინისტრის მოადგილემ - მირიან ქათამაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, 2027–2030 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტები სათანადო კვლევა-ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა. დოკუმენტი ორიენტირებულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებისა და ტყის მდგრად მართვაზე.
როგორც აღინიშნა, სამინისტრო, 2027 წელს, 16 პროგრამასა და 12 ქვეპროგრამას განახორციელებს. ამასთან, უწყების მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, 2026 წელთან შედარებით, 14%-იან ზრდას ითვალისწინებს და 46 640 280 ლარით განისაზღვრება.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები, აჭარის მთავრობის, ფინანსთა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების დეპარტამენტების ხელმძღვანელები.













