საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

27.მაისი.2026

      განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარე, დავით ბაციკაძე უძღვებოდა, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომაზე, მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარდგა.

     2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის შესრულება 203 421 200 ლარს, გეგმის 104,2% - შეადგენს. შემოსავლების გეგმა 185 236 400 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ 202 912 400 ლარი, 109,5 % შეადგინა.

       აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, მასთან არსებული ორგანიზაციებისა და პროგრამული ღონისძიებებისათვის 2026 წლის სამ თვეში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ დაზუსტებულ ასიგნებების გეგმა - 77,1 პროცენტითაა შესრულებული. რაც  შეეხება კულტურის სამინისტროს, საანგარიშო პერიოდში გეგმის შესრულების ანალოგიური მაჩვენებელი, ასევე  77,1 პროცენტს შეადგენს.

     კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა წარმოდგენილი მიმოხილვ ცნობად მიიღო.

 

სურათები