26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში. თავდაცვის სამინისტროს რეკრუტების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქოს, დიპლომატიური კორპუსების, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
ეროვნული დღესასწაული სხვადასხვა შემეცნებითი,კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა ბათუმში.
მრავალფეროვან აქტივობებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაესწრნენ. 17 საათსა და 10 წუთზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს, ტრადიციულად, შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, გაიმართა საზეიმო კონცერტი.
ეროვნული დღესასწაული აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. 26 მაისი საქართველოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლისა და ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. მას დღეს 87 წელი შეუსრულდებოდა.















