აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტიდან გამოწვეულია ამავე ფრაქციის წევრი - ლაშა სირაბიძე, რომელიც კუთვნილი კვოტით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში იმუშავებს. კუთვნილი კვოტით, ფრაქციის წევრი - გოგი ფუტკარაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში, ხოლო მინურ პაქსაძე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში იმუშავებენ.
ბიუროს წევრებმა, ასევე განიხილეს უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ მიმართვა ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატების უფლებამონაცვლეების დასახელების შესახებ. ფრაქციის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრად დასახელებულია - ნადიმ ვარშანიძე, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრად - მინურ პაქსაძე.
სხდომაზე, ასევე მოისმინეს ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეებად ამავე ფრაქციის წევრების - მინურ პაქსაძისა და ფატი ხალვაშის არჩევის შესახებ.












