აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც ფრაქციის თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მინურ პაქსაძის ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ მიღების, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრთა განწესების, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევისა და მაღალმთიანი ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტების დელეგატების უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრების დასახელების შესახებ იმსჯელეს.
კანონმდებლებმა ფრაქციის წევრად მიიღეს და წარმატებები უსურვეს უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს, საკანონმდებლო ორგანოში - მინურ პაქსაძეს, რომლის უფლებამოსილებაც, ფრაქციის სხდომამადე გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, კანონმდებლებმა, 12 ხმით ცნეს.
როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ აღნიშნა, მინურ პაქსაძის შერჩევისას, მმართველმა გუნდმა, უპირველესად, მოსახლეობის ინტერესებითა და უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური ინტერესებით იხელმძღვანელა.
ფრაქციის გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტიდან გამოწვეულია ფრაქციის წევრი - ლაშა სირაბიძე, რომელიც კუთვნილი კვოტით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტშია წარდგენილი. კუთვნილი კვოტით, ფრაქციის წევრი - გოგი ფუტკარაძე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტში, ხოლო მინურ პაქსაძე წარდგენილია უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტებში;
ამავე სხდომაზე, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს ფრაქციის წევრები - მინურ პაქსაძე და ფატი ხალვაში.
ფრაქციის გადაწყვეტილებით, ქედის მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრად დაასახელდა - ნადიმ ვარშანიძე, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის დელეგატის უფლებამონაცვლე უმაღლესი საბჭოს წევრად - მინურ პაქსაძე.













