აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - ფრიდონ ფუტკარაძე, ილია ვერძაძე უძღვებოდნენ, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯერის პირველი კვარტლის შესრულება განიხილეს. სხდომაზე, მოხსენებით, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე, ხოლო თანამოხსენებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ნინო ნიჟარაძე წარდგნენ.
ედნარ ნატარიძის განცხადებით, პირველი კვარტლის შემოსულობების დაზუსტებული გეგმა – 195 236,4 ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა შესრულებამ – 203 421,2 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 104,2% -ია. გადასახდელების ნაწილში, საანგარიშო პერიოდში დაზუსტებული გადასახდელები – 193 087,1 ლარით იყო განსაზღვრული, ფაქტობრივმა დაფინანსებამ – 138 186,1 ლარი შეადგინა და საკასო შესრულების მაჩვენებლი – 71,6%-ია.
მხარჯავი დაწესებულებების ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების შესახებ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, სხდომაზე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და ღონისძიებებზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა.
მისი განცხადებით, სამინისტროს, მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებსა და პროგრამულ ღონისძიებებზე 2026 წლის პირველ კვარტალში რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი დაზუსტებული ასიგნებები 29 325,9 ათასი ლარით იყო განსაზღვრული და ბიუჯეტი 93,5 %-ითაა შესრულებული. ამასთან, მოქალაქეთა მომართვიანობის ზრდასთან ერთად, იზრდება პროგრამების რაოდენობა, მათი დაფინანსება, ინერგება სიახლეები. სამინისტრო 40-მდე პროგრამასა და მათში შემავალ არაერთ ქვეპროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანი რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალური მხარდაჭერა და სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
მოხსენებების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად მიიღეს.













