საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

25.მაისი.2026
     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, აწ განსვენებული ილია II-ის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.
    ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებას სახელწოდებით - „ღვთისმშობლის წილხვდომილობა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მეუღლესთან - სოფიო ბაკურიძესთან, მიტროპოლიტ დიმიტრისთან, სასულიერო პირებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
    საღამოზე შესრულდა ქართული საგუნდო და კლასიკური მუსიკის შედევრები, მოეწყო თბილისის ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეისა და ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ საგანგებოდ ამ დღისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა
სურათები