საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

24.მაისი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ილია ვერძაძემ კათოლიკე მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცეს.

   "ჩვენი ქვეყანა და რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით. აქ დღესაც ერთმანეთის გვერდით დგას სხვადასხვა აღმსარებლობის საკულტო ნაგებობები. სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი ადამიანებიც საუკუნეებია იზიარებენ ერთმანეთის დღესასწაულებსა და სიხარულს. ეს უკვე ის ტრადიციაა, რომელმაც ასწლეულებს, დროისა და ისტორიის ქარტეხილებს გაუძლო და გვჯერა, ასე გაგრძელდება მომავლშიც",- განაცხადა ცოტნე ანანიძემ. სულთმოფენობის დღესასწაულს რომელიც ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში აღევლინა, კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, ადგილობრივ და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მორწმუნეებთან ერთად დაესწრო.

 ტაძარში კათოლიკური ღვთისმსახურება უკვე 26 წელია სრულდება.

სურათები