საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

22.მაისი.2026

       აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - დავით გაბაიძის ადგილმონაცვლის, მინურ პაქსაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.

      როგორც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით,  საკომიტეტო განხილვა დასრულებულია. კომიტეტის დასკვნა და დადგენილების შესაბამისი პროექტი მზადაა პლენარულ სხდომაზე გასატანად.

       ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სურათები