საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

22.მაისი.2026

       საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში, განიხილეს და მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გამოკლებული წევრის - დავით გაბაიძის ადგილმონაცვლის, მინურ პაქსაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხ.

    როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, მინდია დიასამიძემ აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში შემოსულია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარის შესაბამისი განკარგულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

      კომიტეტის დასკვნა და დადგენილების შესაბამისი პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.

სურათები