„აფხაზეთობა 2026“ კვირეულის ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე - გიორგი ჯინჭარაძე დაესწრნენ.
საღამო, ერთობლივი შესრულებით, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელამ და გ. ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ გახსნეს. შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები.
„აფხაზეთობა 2026“ აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, 18-დან 24 მაისის ჩათვლით, საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მუსიკალურ საღამოებს, თეატრალურ წარმოდგენებს, გამოფენებს, ლიტერატურულ და სხვა შემოქმედებით აქტივობებს მოიცავს.
საღამოს, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, იძულებით გადაადგილებულ პირთა, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრები - გიორგი ძაძამია, დავით ფაცაცია და ალიონა ჩხოტუა ესწრებოდნენ.























