საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

20.მაისი.2026

      აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დავით გაბაიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ იმსჯელეს. საკითხი,  საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასმიძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, დადგენილების შესაბამისი პროექტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

      ბიუროს წევრებმა ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშთან დაკავშირებითაც.

    რაც შეეხება 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებ, ბიუროს გადაწყვეტილებით,  ანგარიში განსახილველად კომიტეტებში ჩაეშვა, განისაზღვრა განხილვის ვადები.

     სხდომაზე, ბიუჯეტთან დაკავშირებული ორივე საკითხი, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ წარმოადგინა.

     ბიურომ, ასევე განსაზღვრა უმაღლესი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი.   

 

სურათები