აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი - გია ჭყონია, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან - ირაკლი ცეცხლაძესთან ერთად, მუნიციპალური ტრანსპორტისა და სანდასუფთავების სამსახურის განახლებულ ავტოპარკსა და სოციალური სახლის მშენებლობაზე იმყოფებოდნენ.
„ავტოტრანსპორტის გამართული მუშაობას კომფორტულ და დროულ გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. ახალი ავტობუსები, მოქნილი გრაფიკი, ყველა მიმართულებაზე ხელმისაწვდომობა, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით 21 ავტობუსი ემსახურება მგზავრებს, მათგან 8 ახალია.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სანდასუფთავების სამსახურის ავტოპარკიც. სპეცტექნიკის შესაძენად, ბიუჯეტიდან, 566 200 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე პერიოდში კი, ავტოპარკს კიდევ ერთი სპეციალური - თვითმცლელი მანქანა შეემატება.
ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე გაეცნენ სოციალური სახლის სამშენებლო სამუშაოებს. პროექტის დასრულების შემდეგ, 126 ეკომიგრანტი ოჯახი თანამედროვე საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდება. პროექტზე 25 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.










