საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

15.მაისი.2026

       აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთს, ადამ შანთაძეს შეხვდნენ.

        საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, უპირველეს ყოვლისა, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებსა და მათ სულიერ მოძღვარს მადლობა გადაუხადეს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს დღეებში გამოხატული  უდიდესი თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის -  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების და ეროვნული გლოვის დღეებში, მათ ბაირამის საღვთო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმეს და მართლმადიდებელი მრევლის მწუხარება გულწრფელად გაიზიარეს.

       „ჩვენი ქვეყანა, რეგიონი ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და შემწყნარებლობით. საქართველოში საუკუნეების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ადამიანები. ტაძრებთან  ერთად, დღესაც ბევრგან დგას საუკუნეების წინ აშენებული მეჩეთები, სინაგოგები, სხვა რელიგიის საკულტო ნაგებობები. აჭარა, ამ დიდი ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. აქ ერთ ოჯახში, სიყვარულით ცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, დღესასწაულებზე ინთება სანთლები, მზადდება ჰალვა. ჩვენი ვალია, წინაპრებისაგან დატოვებული ეს დიდი საგანძური - ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთისადმი დამოკიდებულება მომავალ თაობებს გადავცეთ,“ - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

სურათები