2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა. კანონმდებლების წინაშე, მოხსენება, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა.
მისი განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების გეგმა 687 700 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივმა შესრულებამ კი, 755 393 200 ლარი, გეგმის 109,8 პროცენტი შეადგინა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების - 96,1 პროცენტი საშემოსავლო გადასახადებზე მოდის, რაც სამუშაო ადგილების გაზრდილ რაოდენობასა და ხელფასების მატებაზე მიუთითებს. საშემოსავლო გადასახადის გეგმა 660 000 000 ლარით განისაზღვრა, ფაქტობრივი შესრულება 725 935 000 ლარს, გეგმის 110 პროცენტს შეადგენს.107 პროცენტითაა შესრულებული სხვა შემოსავლების გეგმა.
მინისტრმა, ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესახებ ვრცელი ინფორმაციის წარდგენის გარდა, ისაუბრა რეგიონისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე, პროექტებზე და უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ანგარიშის პლენარულ სხდომაზე გატანას.







