აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორსა და დასის წევრებს შეხვდნენ.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა, გასტროლებამდე, ფესტივალისთვის სამზადისთან დაკავშირებით ინფორმაცია თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისა და მსახიობებისგან მოისმინეს.
შავი ზღვის 26-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში 13-14 მაისს გაიმართება, ილია ჭავჭავაძის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი“ წარდგება.
ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ დასს წარმატებები უსურვეს.







