საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

11.მაისი.2026

   ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში

  პროექტის – „აგრარული განათლების პოპულარიზაცია“ წარდგენა  გაიმართა. ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები - დავით ბაციკაძე და ფრიდონ ფუტკარაძე, განათლებისა და სპორტის, სოფლის მეურნეობის მინისტრებთან - მაია ხაჯიშვილთან და დენის სალუქვაძესთან ერთად  დაესწრნენ.

    პროექტი, რომელიც 2026 წელს ხუთ საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მოსწავლეებში სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაღვივებასა და აგრარულ სფეროში ცნობიერების ამაღლებას.

    აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები დარგავენ მცენარეებს, ჩაერთვებიან მოვლა-პატრონობასა და ნიადაგის დამუშავებაში. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას, გუნდურად მუშაობის თვისებების ჩამოყალიბებას.

   აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით, საწყის ეტაპზე შეირჩა  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1, ვახტანგ პაპუნიძის სახელობის დაბა ქედის, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბისა და აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლები.

     პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ქოთნებში დარგეს მოცვის ნერგები.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ პროექტში ჩართული საჯარო სკოლებისა და რესურცენტრების წარმომადგენლები.

სურათები