საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

09.მაისი.2026

ბათუმში  ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წელი აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომში 700 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა, მათგან  300 ათასი დაიღუპა.

     9 მაისს, გამარჯვების დღის აღსანიშნავად, ბათუმში, ქართველი კაპიტნის - ანატოლი კაჭარავას საფლავზე, ტრადიციულად შეიკრიბნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და  საზოგადოების წარმომადგენლები. 

     შეკრებილებმა, გმირი კაპიტნის საფლავი, ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას მხედრული პატივი მიაგეს. მან მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, საკუთარი თავდადებით, არაერთი ადამიანის სიცოცხლე და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები გადაარჩინა.

    სიმბოლურია, რომ 9 მაისი, ანატოლი კაჭარავას დაბადების დღეცაა. მას  116 წელი შეუსრულდებოდა.

სურათები