საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებითი საღამო ბათუმში

01.მაისი.2026

    პროექტის - „ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ ფარგლებში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, კომპოზიტორ - ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

     ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე, ზურაბ პატარაძე, კულტურის მინისტრი - ელისო ბოლქვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

       კომპოზიტორის ცნობილ კომპოზიციებზე შექმნილი სიმღერები ადგილობრივმა და მოწვეულმა მომღერლებმა შეასრულეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი, დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. გაიმართა ახალი სიმღერის პრემიერა. 

      პროექტის „ბათუმი - საქართველოს კულტურის დედაქალაქი“ მხარდამჭერები არიან - საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ააიპ „შემოქმედებითი საქართველო“ და ქალაქ ბათუმის მერია.

სურათები