საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ცოტნე ანანიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

30.აპრილი.2026

     აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და საქართველოს პარალამენტის წევრი, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ  - გიორგი ჭყონია, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და თურქეთის რესპუბლიკის გენერალურკონსულის მოვალეობის შემსრულებელს ქალაქ ბათუმში - ბანუ თერზიოღლუ შეხვდნენ.   

      აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ცოტნე ანანიძემ ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

    მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონთა შორის ურთიერთობებზე.

   საპატიო სტუმარმა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის მრავალმხრივი რეგიონული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

    შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი - მამუკა კაკაბაძე.

სურათები