საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

„მინისტრის საათი“ აჭარის უმაღლეს საბჭოში

30.აპრილი.2026

       აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს - მაია ხაჯიშვილი  2025 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშითა და მიმდინარე გეგმების შესახებ ინფორმაციით წარდგა.

         მისი განცხადებით, სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი  116 მილიონი ლარი იყო, 2026 წლის ბიუჯეტი კი, 119 მილიონია. გასული წელი უპრეცედენტო იყო საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების თვალსაზრისით. 2025-2026  წელს, აჭარაში, 10 000 -ზე მეტი მოსწავლე განახლებულ გარემოში შეხვდა სასწავლო პროცესს. მომხსენებელმა ისაუბრა სტუდენტთა მხარდაჭერის, მასწავლებელთა პროფესიული ზრდის, სამეცნიერო სფეროს, წარმატებული სპორტსმენების, მწვრთნელების წახალისების და სხვა მნიშვნელოვან პროგრამებზე. აღინიშნა, რომ სპორტის ოლიმპიურ და არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიოს, ევროპისა და საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა  373 მედალი, მათ შორის 110 ოქრო მოიპოვეს. ამასთან, 2026 წელს გაიზარდა სპორტის სფეროს დაფინანსება. შარშან, ბათუმში, ჩატარდა არაერთი მაღალი რანგის საერთაშორისო შეჯიბრი.  მაია ხაჯიშვილის განცხადებით, იზრდება და უფრო მრავალფეროვანია ახალგაზრდების ინტერესებისა და ცოდნის რეალიზებაზე ორიენტირებული პროექტების რაოდენობაც.

     კითხვა-პასუხისა და გამოსვლების დასრულების შემდეგ, კანონმდებლებმა, წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

      სხდომაზე, განიხილეს და რედაქციული შენიშვნების გათვალისწინებით, მესამე მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტის მიღება საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებითაა განპირობებული.

   სხდომას ესწრებოდნენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სპეციალობის სტუდენტები.

სურათები