აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
ცოტნე ანანიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომებზე დასრულდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის - ზურაბ პატარაძისა და მის მიერ დასახელებული მინისტრობის კანდიდატების მოსმენა. წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნებიც.
ბიურომ მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გატანას.











