საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა

22.აპრილი.2026

    საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის  სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე უძღვებოდა, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს.

   კანონის პროექტი, რომელიც გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილება, სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა - დენის სალუქვაძემ წარმოადგინა.

 კანონმდებლებმა, კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი წინადადების გათვალისწინებით, კანონის პროექტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნიეს.

  კომიტეტის წევრებმა III მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს. 

 კომიტეტმა, გამოთქმული სარედაქციო შენიშვნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო პაკეტი პლენარული სხდომისთვის მომზადებულად მიიჩნია. კანონისა და რეგლამენტის პროექტები, სხდომაზე  მინდია დიასამიძემ წარმოადგინა.

სურათები