საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

კომიტეტების ერთობლივი სხდომა

20.აპრილი.2026

      აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტების თავმჯდომარეები - ფრიდონ ფუტკარაძე და მარინე გვიანიძე უძღვებოდნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმინეს - დენის სალუქვაძემ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებკანონში შესატანი ცვლილების პროექტი წარმოადგინა.

    მინისტრის განცხადებით, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, სულხან თამაზაშვილი მიერ ინიცირებული კანონის პროექტი, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელწოდების შეცვლას ითვალისწინებს. ინიციატივის თანახმად, უწყებას „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო“ დაერქმევა.

     დენის სალუქვაძის განმარტებით, ცვლილების შედეგად, სამინისტროს სახელწოდება სრულ შესაბამისობაში მოვა უწყების მმართველობის სფეროებთან, ამოცანებსა და კომპეტენციებთან.

   საკანონმდებლო ორგანო, კანონის პროექტს, გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით, განიხილავს.

      ორივე კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

სურათები