საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

წაბლანასა და ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

19.აპრილი.2026

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ, სულხან თამაზაშვილმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - წაბლანასა და ვაშლოვანში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

     37 წლის წინ,1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა 23 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

       წაბლანას ტრაგედიამდე ერთი წლით ადრე კი, 18 აპრილს, სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სურათები