საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბათუმში ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე აღინიშნა

17.აპრილი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრებთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე - „შავიზღვისპირეთის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა — რეალობა და პერსპექტივები“ წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემატიკას, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს დაეთმო.

     ღონისძიების ფარგლებში, ლაზური ნავის — „ფელუკას“ ერთადერთ ოსტატს და „ცოცხალი საუნჯის“ სტატუსის მქონე მირიან ნუმანიშვილს, ,,ლაზური ნავის სამშენებლო ტრადიციების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის“, სპეციალური სიგელი და ჯილდო გადაეცა.

    კონფერენციაზე ტრადიციული ნავთმშენებლობის შესახებ ვიდეორგოლისა და მონოგრაფიის -„ლაზური ეთნოლოგიური ლექსიკონის“ წარდგენასთან ერთად,  მარინისტული თემატიკის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

სურათები