საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ცოტნე ანანიძე ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულსა და ვიცე-კონსულს შეხვდა

17.აპრილი.2026

    აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - ცოტნე ანანიძემ, ქალაქ ბათუმში აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს, ფუად აზიზოვსა და ვიცე-კონსულს, მაჰბუბა ნამაზოვას უმასპინძლა.

    გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

    ფუად აზიზოვმა, ცოტნე ანანიძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

      სტუმარებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მიღებისთვის  და ზაობა გამოხატეს, მჭიდრო თანამშრომლობით, თავიანთი წვლილი შეიტანონ რეგიონული ურთიერთობების გაღრმავებაში.

    შეხვედრას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - რამაზ ჯინჭარაძე და უმაღლესი საბჭოს წევრი - ფატი ხალვაში ესწრებოდნენ.

სურათები