საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მორიგი პლენარული სხდომა და „მინისტრის საათი“ აჭარის უმაღლეს საბჭოში

16.აპრილი.2026

     უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, მინისტრის საათის ფორმატში, აჭარის კულტურის მინისტრს მოუსმინეს - ელისო ბოლქვაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშით, მიმდინარე წლისა და სამომავლოდ დასახული აქტივობების შესახებ ინფორმაციით წარდგა. 

    მინისტრმა თავისი გამოსვლა, აჭარაში კულტურის სფეროს განვითარების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე საუბრით დაიწყო. მისი განცხადებით, უწყების მთავარი ამოცანა კულტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა და რეგიონში კულტურული ცხოვრების დინამიკის გაძლიერებაა.

    როგორც ელისო ბოლქვაძემ აღნიშნა, სამინისტროს 2025 წლის ბიუჯეტი 44 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 41 მილიონი პროგრამულ დაფინანსებაზე იყო გათვალისწინებული. პროგრამები და ქვეპროგრამები კულტურის პოპულარიზაციის, შემოქმედებითი პროცესების, კულტურის ორგანიზაციების განვითარებს, ფოლკლორის პოპულარიზაცია-ხელშეწყობს, სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვ, განვითარება- პოლპულარიზაციისა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავდა. სამინისტრომ, შარშან, უწყების სისტემაში შემავალ ორგანიზაციებთან ერთად (9 სსიპ და 9 ააიპ), 700-მდე კულტურული ღონისძიება განახორციელა.

       მომხსენებლის განცხადებით, უწყების 2026 წლის ბიუჯეტი 8 მილიონითაა გაზრდილი და  52 მილიონ ლარია, რაც აჭარის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტის - კულტურის პოლიტიკის გაძლიერებსა და განვითარებ ითვალისწინებს. უწყება, წელს განახლებული პროგრამებითა და სტრატეგიულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ ინიციატივებით აგრძელებს მუშაობას.  

     მოხსენების შემდეგ, მინისტრმა უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს, მოისმინა მათი შეფასებები.

     ანგარიშის ცნობად მიღების შემდეგ, კანონმდებლებმა მეორე მოსმენით განიხილეს და 11 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, მიიღეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონისა და რეგლამენტის პროექტები, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ
ემ, მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. საკანონმდებლო პაკეტს მხარი არ დაუჭირეს პარტია „ გახარია - საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა.

    დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, სხდომაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები.

სურათები