ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში განსახილველად ჩაეშვა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარინე გვიანიძის განცხადებით, ანგარიში, უმაღლეს საბჭოში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში შემოვიდა. საკომიტეტო მოსმენებზე ანგარიშს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარმოადგენს.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხდომაზე, მეორე მოსმენით, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მინდია დიასამიძემ წარმოადგინა. ბიურომ საკითხი, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად მიიჩნია.
სხდომაზე, განისაზღვრა უმაღლესი საბჭოს 16 აპრილის მორიგი პლენარულ სხდომის დღის წესრიგი.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - ცოტნე ანანიძის განცხადებით, მინისტრის საათის წინასწარ დამტკიცებული განრიგის მიხედვით, ამავე ფორმატში, კანონმდებლები აჭარის მთავრობის წევრს, კულტურის მინისტრს, ელისო ბოლქვაძეს მოუსმენენ. დღის წესრიგში, ასევე შევიდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვა.










