აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და სულხან თამაზაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, მეუფე დიმიტრისთან მიღებაზე იმყოფებოდნენ. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას და სინანულით აღნიშნეს, რომ ეს პირველი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მისი უწმინდესობის გარეშე შეხვდა.
საპატრიარქოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ცოტნე ანანიძე და სულხან თამაზაშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოსადა საქართველოს პარლამენტის წევრთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში მივიდნენ და სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრნენ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აჭარაში მოქმედ ყველა ტაძარში იზეიმეს. საუფლო დღესასწაულს, მრევლთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები.




































