საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მინდია დიასმიძე: „პროექტები, უპირველესად, მოსახლეობის საჭიროებებს ითვალისწინებს“

07.აპრილი.2026

        ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე, მუნიციპალიტეტის მერთან - ზაზა დიასამიძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ინფრასტუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

      მინდია დიასამიძის განცხადებით, მიმდინარე პროექტები, უპირველესად, მოსახლეობის საჭიროებებს ითვალისწინებს, მათი ნაწილი დასრულდა, ნაწილი კი კვლავ ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

     „დავათვალიერეთ კაპრეშუმი -აგარის მიმართულებით 600 მეტრი სიგრძის უკვე დასრულებული  შიდა სასოფლო გზა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას კომფორტულად და შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს“, - განაცხადა მინდია დიასამიძემ.

     ხელისუფლების წარმომადგენლები, დღესვე იმყოფებოდნენ ორთაბათუმის თემშიც, სადაც მდინარე ყოროლისწყალის გასწვრივ, ნაპირსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

 

სურათები