საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს.
უმაღლესი საბჭოს წევრების - დავით გაბაიძისა და მინდია დიასამიძის ინიციატივის მიზანი, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, კანონის სათანადო ნორმების დახვეწა, საარჩევნო პროცედურების დაზუსტება და რაც ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ორგანულ კანონთან „საქართველოს საარჩევნო კოდექსთან“ ჰარმონიზაციაა.
კომიტეტის თავმჯდომარის, მინდია დიასამიძის მიერ წარმოდგენილი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის პროექტი, კანონმდებლებმა - თავების მიხედვით, რეგლამენტის პროექტი კი, მუხლობრივად განიხილეს.
ტექნიკური და შინაარსობრივი დეტალების დაზუსტების შემდეგ, კომიტეტმა, საკანონმდებლო პაკეტი, სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებებით, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისთვის მომზადებულად მიიჩნია.




