საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და სულხან თამაზაშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ თამაშს დაესწრნენ

03.აპრილი.2026

საფეხბურთო სეზონის მეორე საშინაო ოფიციალური მატჩი „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა. ბათუმელმა ფეხბურთელებმა ,,სპაერი" ანგარიშით - 4:1 დაამარცხეს.

 დამსახურებული გამარჯვება "დინამოელებს" აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

მატჩს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი - ანზორ ჩუბინიძე, ქალაქ ბათუმის მერი - გიორგი ცინცაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.

სურათები