ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სივრცეებსა და სასწავლო პროგრამებს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და პროფესიული კოლეჯების სივრცეები, მომავალ სტუდენტებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ - დავით ბაციკაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან, ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებს მომავალი პროფესიის არჩევასა და სამომავლო კარიერის დაგეგმვაში ეხმარება.
ღია კარის დღეზე, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებმა სასწავლო პროგრამებისა და აქტივობების შესახებ პრეზენტაციები გამართეს, უპასუხეს აბიტურიენტთა კითხვებს.
ღია კარის დღე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. ანალოგიური ღონისძიებები, ასევე ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.




















-75418f2c-8ac5-43df-a0d2-c9b4cc5bb66d.webp)