საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

მინდია დიასამიძემ განთიადის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაათვალიერა

03.აპრილი.2026

    ხელვაჩაურის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - მინდია დიასამიძე და მუნიციპალიტეტის მერი - ზაზა დიასამიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, განთიადის საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.

   თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 200 აღსაზრდელზე გათვლილი. მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და კეთილმოწყობის სამუშაოები. შენობაში, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის, ასევე განთავსდება სამუსიკო სკოლა და ადმინისტრაციული კაბინეტი.

  პროექტი 2026 წლის სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე დასრულდება.

სურათები