აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა, კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.
როგორც რამაზ ჯინჭარაძემ აღნიშნა, ცვლილებებია ორი დარგობრივი კომიტეტის შემადგენლობაში: კერძოდ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ და ლაშა სირაბიძემ ერთმანეთი ჩაანაცვლეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტსა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტში.
ბიუროს წევრებმა ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.











