საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ბიუროს სხდომა

30.მარტი.2026

   აჭარის  უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი - რამაზ ჯინჭარაძე უძღვებოდა, კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

   როგორც რამაზ ჯინჭარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინებით, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის შემადგენლობას ტოვებს ამავე ფრაქციის თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე და მას დავით გაბაიძე ჩაანაცვლებს.

   ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე - გოგი ფუტკარაძე რჩება საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრად.

სურათები