საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომა

27.მარტი.2026

   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე - დავით ბაციკაძე უძღვებოდა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორს მოუსმინეს - ლაშა მიქელაძე 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა.

  მომხსენებლის განცხადებით, სააგენტოს  ბიუჯეტი დაახლოებით 11  მილიონი ლარია, რაც პროგრამულ სამუშაოებს, ძეგლების დაცვას, მოვლა-პატრონობას, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, ასევე მათი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

   სააგენტოს ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა აჭარაში არსებული საკულტო ნაგებობების, ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებზე. ლაშა მიქელაძის განცხადებით, მათი ნაწილი დასრულების ეტაპზეა, ნაწილი კი გრძელდება, წლის ბოლოსთვის დასრულდება ან პროექტირების ეტაპზეა.

  მომხსენებელმა, ასევე ისაუბრა არსებულ გამოწვევებზე, სიახლეებზე და უპასუხა კანონმდებელთა კითხვებს, მოისმინა მათი წინადადებები.

 წარმოდგენილი ანგარიში კომიტეტმა ცნობად მიიღო.

 

 

სურათები