საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭო

საქართველო - ილია მეორეს ემშვიდობება

22.მარტი.2026

      ჩვენი ქვეყანა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარესს - ილია მეორეს ემშვიდობება.

    სამების საკათედრო ტაძარში, მისი უწმინდესობის პანაშვიდებზე იმყოფებოდნენ: აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე, უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის თანამშრომლები.

   კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - სულხან თამაზაშვილმა, აჭარის მთავრობის წევრებმა, მუნიციპალიტეტების მერებმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გია ჭყონიამ.

   ბათუმიდან და აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მის უწმინდესობასთან გამოსამშვიდობებლად, დედაქალაქში ასეულობით მორწმუნე და სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენელი ჩავიდა. 

   უწმინდესი და უნეტარესი - ილია მეორე, დღეს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაიკრძალება.

სურათები