„მისი სახელი ათწლეულების განმავლობაში იყო სიმშვიდის, სიბრძნისა და სულიერი საყრდენის სიმბოლო.
დღეს სიტყვები უძლურია, მადლიერება — უსასრულო.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“
93 წლის ასაკში, ქვეყნისა და ერის წინაშე ვალმოხდილი აღესრულა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.
საქართველოს პატრიარქი თავდაუზოგავად ემსახურა საყვარელ ქვეყანასა და ხალხს, მან ურთულეს პერიოდში შეძლო აღედგინა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ერთიანობა, მისი ძლიერება. ერის სულიერ მამას განსაცდელში არასდროს მიუტოვებია თავისი სამწყსო, რომლისთვისაც უშურველად ლოცულობდა. მისი სიბრძნე და სულიერი სიმშვიდე, ქვეყნისთვის უმძიმეს წუთებში, მხნეობას მატებდა და გზას უჩვენებდა ქართველ ხალხს.
ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლისთვის, ყოველი ადამიანი ღვთის შვილი იყო, მიუხედავად აღმსარებლობისა, რის გამოც განსაკუთრებულად აფასებდნენ და პატივსცემდნენ სხვა რელიგიების წარმომადგენლები.
მისი უწმინდესობის ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის, სრულიად მართლმადიდებელი სამყაროს ისტორიაში, როგორც კაცთამოყვარეობის, დედაეკლესიისა და სამშობლოსადმი ერთგულების სიმბოლო.
დავით გაბაიძე,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე
