საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში

ფრიდონ ფუტკარაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

16.მარტი.2026

     „მისასალმებელია, რომ მომავალი თაობა დაინტერესებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით, როგორებიცაა: სურსათის უვნებლობა, აგრარული წარმოება და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი ასპექტები“,- აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრიდონ ფუტკარაძე ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის საბანაკე ღონისძიების შემაჯამებელ შეხვედრაზე.

     ცენტრის მიერ ორგანიზებულ ბანაკში - ,,აგრარული ტექნოლოგიები და სურსათის უვნებლობა", რომელიც ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სურსათის უვნებლობის ძირითად ასპექტებს, ამ მიმართულებით არსებულ რისკებს, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს, ადგილობრივი წარმოების პოლულარიზაციისთვის აპრობირებულ მეთოდებსა და აგროსფეროსთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს.

     შემაჯამებელ შეხვედრაზე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, რავშან ბეჟანიძე, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორმა, ნინო დოლიძე, ახალგაზრდებს მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია, უპასუხეს ბანაკის მონაწილეთა შეკითხვებს.   

      პანელურ შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ნური გორგაძე და კურორტ გოდერძის დირექტორი - მინურ პაქსაძე.

სურათები